„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდის გარდაცვალებასა და მასზე სავარაუდოდ, ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჩერგოლეიშვილი წერს, რომ დამნაშავეები გარდაცვლილის ბიძები არიან, რომლებიც პოლიციამ უნდა დაიჭიროს.
„აი ეს არის ჯოჯოხეთი და ამ ჯოჯოხეთს უნდა ვებრძოლოთ ქალებიც და კაცებიც! იცით რატომ სცემეს იმ ბიძებმა? საკუთარი მახინჯი “ღირსება” დაიცვეს ასე! ანუ “სახე”, რაც მათ დრომოჭმული და მახინჯი ფასეულობებით მოწამლულმა საზოგადოებამ მიანიჭა. დასაჭერები არიან ბიძები“, – wers ჩერგოლეიშვილმა Facebook-ზე.
ცნობისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ.
შეგახსენებთ, 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც ახლობლებისთვის ცნობილი გახდა 23 წლის მამაკაცთან სქესობრივი კავშირის შესახებ. მამაკაცი ნ.ტ. პოლიციამ 10 თებერვალს დააკავა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ნ.ტ.-ს ბრალდება უკვე წაარედგინა.