aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად”- გიგი უგულავა

“მომავალ ყრილობაზე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიგი იგულავა – “ევროპული საქართველოს წევრი

ამის შესახებ გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, პარტია ‘ევროპულ საქართველოში” სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს და მომავალ ყრილობაზე თავმჯდომარეოპის პოსტზე მის კანდიდატურას აღარ დააყენებს. ასევე, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს გიგი უგულავა, რომელიც ყრილობაზე გენერალური მდივნის პოსტზე მის კანდიდატურას აღარ წარადგენს. რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, მან პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

პოლიტიკურად მნიშვნელოვან მომენტში ხელმძღვანელი პოზიციებიდან გვერდზე გაწევას არ მიესალმება პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია. 

 

იტვირთბა....