“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დავით ბაქრაძისგან და გიგი უგულავასგან განსხვავებით, არ აქვს მიღებული მათი მსგავსი გადაწყვეტილება. ამის შესახებ მან დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“პატივს ვცემ გიგის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ და დაამატა, რომ პარტიის შიგნით მუშაობა გაგრძელდება. “მე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ეს არის სწორი მომენტი, როცა ლიდერები უნდა გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან”, – დაამატა გიგა ბოკერიამ.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მსგავსად, პარტიაში თანამდებობის დაკავებას არც გენერალური მდივანი გიგი უგულავა აპირებს