დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე აღარ იქნება. ამის შესახებ მან პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერს, ისევე, როგორც პარტიას სჭირდება განახლდება და სწორედ ამიტომ, ოთხწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, პარტიის მომდევნო ყრილობაზე, რომელიც მაისამდე გაიმართება, ის თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს.
დავით ბაქრაძე პარტიას სწორედ ყრილობის შემდეგ დატოვებს.