ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა უქენით ირაკლი ღარიბაშვილს ისეთი გიჟები თუ გეძახათ, მართლა არ ვიცი, რეალურია ეს?” – მდინარაძე ჟურნალისტებს

“ქართული ოცნების” თავჯდომარე, მამუკა მდინარაძე დღეს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მირ ჟურანლისტების გიჟებად მოხსენიების საკითხს ხუმრობით ეხმიანება.

მდინარეძემ ამ ხუმრობის მოლოს დასძინა, რომ პოლიტიკოსებისთვის ჟურნალისტებთან გამკლავება რთულია და მსგავსი რეპლიკა ადამიანურია.

“რა უქენით ირაკლი ღარიბაშვილს ისეთი გიჟები თუ გეძახათ, მართლა არ ვიცი, რეალურია ეს? გიჟები ხართო ასე გითხრათ?

წარმოუდგენელი ამბავი ხდება ყოველდღიურად, ძალიან რთულია ადამიანურად და ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ირაკლიც, მეც და ვინც ყოველდღიურად ტელეკამერების წინ ვდგავართ, როდესაც ერთ რამეს ეტყვი, ერთი რამე ხდება და მეორე რამეს აცხადებთ ყოველდღიურად და როდესაც პრაქტიკულად თავდასხმა ხდება ხოლმე, მიკროფონები სახეში და თავში ხვდებათ რესპოდენტებს ძნელია რაღაც ფრაზით არ აღნიშნო, მე ახლა არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, მაგრამ ეს არის ის ჩვენი ყოველდღიურობა, რომლის ატანაც გვიწევს სამწუხაროდ”  – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტის სხდომაზე მივიდა, თქვა ფრაზა: “გიჟები არიან…”, – რომელიც მან ჟურნალისტების მისამართით წარმოთქვა. 

 

იტვირთბა....