“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მისი პოლიტიკური პროცესებისგან ჩამოშორების მიზნით გამოიყენება. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
“მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სწორად იყოთ ინფორმირებული იმ პროცესების შესახებ, რაც ჩემი, როგორც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის თამჯდომარის ირგვლივ მიმდინარეობსდა გაგიზიაროთ ის არგუმენტები, რაც ცხადად ადასტურებს, რომ მმართველი პოლიტიკურიგუნდის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ინსტრუმენტად გამოიყენება ჩემი პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორების მიზნითმოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ოკუპანტი ქვეყნის გამორჩეულად აგრესიულიწარმომადგენლის,- სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში პატივით მიღებას, ქართველი ხალხის უზარმაზარი პროტესტი მოჰყვა, ხელისუფლებამ კი ნაცვლად იმისა, რომშეესმინა შეურაცხყოფილი ქართველი ხალხის ხმა, პროვოკაცია მოაწყო და თავისივემოქალაქეებზე სასტიკად იძალადა.
მისი დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვის მიზნით კი, როგორც სხვა კრიზისების დროსაცსჩვევია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მორიგი ილუზორული საქმე შეთხზა დამტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლითჩემს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო.სამწუხაროდ დღეს საქართველოში ყველა ინსტიტუცია პოლიტიკურ კონიუქტურასექვემდებარება. შესაბამისად, ჩემს მიმართ წარმოებულ უკანონო პროცესშიორკესტრირებულად ჩაერთო საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოხელისუფლება.
ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი პარტნიორების ძალისხმევით, ქართული ოცნება ბოლომომენტში იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩემს დაპატიმრებაზე, თუმცა კანონისა დაკონსტიტუციის სრული უგულვებელყოფა კვლავ გაგრძელდა და ჩემი პოლიტიკურიპროცესებისაგან ჩამოსაშორებლად, აქამდე არარსებული სამართლებრივი პრეცედენტებიშეიქმნა.პირველად სწორედ ჩემს საქმეზე მოხდა გირაოს პარალელურად, აღკვეთის ღონისძიებისფარგლებში, დამატებითი შეზღუდვის სახით ელექტრონული მონიტორინგის გამოყენება. მაშინ, როდესაც ის საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენისშემდეგ, სასჯელის სახით შინაპატიმრობის დროს გამოიყენება.
მე ვარ პირველი ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შეეზღუდასაჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა. ამომრჩევლებთან შეხვედრა, თან მაშინ, როდესაც მეხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი.ქართულ სასამართლო პრაქტიკის ისტორიაში პირველად, უკვე გადახდილი გირაოს შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, დამატებით კიდევ გირაოს გადახდა დამეკისრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიმართ ე.წ „გავრილოვის “ საქმეზე შეფარდებული გირაოსრულიად უკანონოდ მიმაჩნდა, პატივი ვეცი სახელმწიფო ინსტიტუტებს და სასამართლოსმიერ დადგენილ ვადაში გირაო 30.000 ლარის ოდენობით ერთხელ უკვე გადავიხადე. თუმცა, როდემდე შეიძლება გავყვე პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახებ გადაწყვეტილებებს, რომელიც მთლლიანად გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან? ამიტომ თავიდანვე განვაცხადე, რომ განმეორებით დაკისრებულ გირაოს აღარ გადავიხდიდი, რადგან არსად მივმალულვარ და ისედაც ვასრულებდი იმ მიზნებს, რა მიზნითაც ზოგადადგირაო გამოიყენება.
თუ ბრალდების მხარეს ჰქონდა მტკიცებულებები, რომ მე დავარღვიე აღკვეთის ღონისიების მოთხოვნები, მოქმედი კანონმდებლობით, უკვე გადახდილი გირაოს ფონზე, კვლავ გირაოსგადახდა კი არ უნდა მოეთხოვათ, არამედ სასამართლოსათვის ჩემი დაპატიმრების მოთხოვნით შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ, რაც ცხადია, ბუნებაში არარსებობდა, რადგან იცოდნენ, რომ სამაჯური, რომელიც პროტესტის ნიშნად საჯაროდმოვიხსენი, უკანონოდ მქონდა შებმული და ეს არგუმენტი საერთაშორისო პარტნიორებისთვალში ჩემი დაპატიმრების არგუმენტად ვერ გამოადგებოდათ. სწორედ ამიტომ, ახლებურად განმარტეს კანონი და პირველი ადამიანი ვარ ვისაც ერთსა დაიმავე საქმეზე უკვე მეორედ მთხოვენ გირაოს გადახდას.
თავადაც კარგად იცოდნენ, რომ ხელმეორედ დაკისრებული გირაო უკანონო იყო, ამიტომ არცკანონით სავალდებულო გირაოს განმარტების წერილობითი ოქმი გაუფორმებიათ ჩემთან დაიმის მიუხედავად, რომ მისი გადახდის ვადა ჯერ კიდევ 2020 წლის 23 დეკემბერს გავიდა, რეაგირება არ მოუხდენიათ. თუმცა მას შემდეგ, რაც მე ამირჩიეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიისთავმჯდომარედ, დავიწყე ძირეული რეფორმების განხორციელება და წარვადგინე განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა, დასავლური ღირებულებების მქონეგუნდი, კვლავ დღის წესრიგში დადგა ჩემი პოლიტიკური აქტიურობის განეიტრალება დანაციონალური მოძრაობის გაძლიერების პროცესის შეჩერება.
სწორედ ამიტომ პროკურატურამ ისევ მიიღო პოლიტიკური დავალება და უკანონოდდაკისრებული გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში დაპატიმრებით მემუქრება.შეუძლებელია მე არ ვიყო სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისმცემელი და ცხადია, მევაცნობიერებ ჩემს სტატუსს, პატივს ვცემ კანონს და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაგანუხრელად ვიცავ მათ, მაგრამ ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში მე არმაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო და დავემორჩილო უკანონობას თუნდაც პატიმრობის მუქარის ფონზე, რადგან ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის, მომავალითაობების, ჩემი პატარა შვილის წინაშე, რომელმაც მინდა, რომ სამართლიან, დემოკრატიულ, ევროპული ტიპის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ კანონებს და მას განსხვავებული პოლიტიკურიშეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ იარაღად არ იყენებენ, ქვეყანაში, რომლისხელისუფლებისთვისაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ქვეყანაში სადაც არსებობსსამართლიანი სასამართლო და სახელმწიფო ისნტიტუტები არ გამოიყენება ინსტრუმენტადპოლიტიკური ხელისუფლების ხელში.
ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად სწორედ ამ მიზნის მიღწევა მაქვს დასახული. ამიტომპატივს ვცემ კანონებს, მაგრამ უარს ვაცხადებ დავემორჩილო უკანონობას. თუნდაც ეს თავისუფლების დაკარგვის ფასად დამიჯდეს, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩემიბრძოლა არის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაღებული მსხვერპლი. იმისთვის, რომ არასოდეს, არცერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაგროს დადევნოს მისთვის მიუღებელი ადამიანები. რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში ადამიანებს აღარართმევდნენ არჩევნებს. რომ სამართლიან ბრძოლაში დამარცხებულები ერთმანეთსგამარჯვებას ულოცავდნენ და ერთიანი ძალისხმევით აგრძელებდნენ ბრძოლას ქვეყნისუკეთესი მომავლისთვის.მე არ ვცდილობ ხელისუფლების პროვოცირებას, მე ვცდილობ გავწყვიტო უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ის ჯაჭვი, რომელითაც ქართული ხელისუფლება პირველ რიგში აზარალებს ქართულ სახელმწიფოს, აბრუნებს რუსულორბიტაზე, აფერხებს ქვეყნის განვითარებას დაუკარგავს ევროპული ინტეგრაციის შანს, მაშინროდესაც ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დეკლარირებულ მიზანსწარმოადგენს.
სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლების თვალსაწიერიდან საქართველოს მოსახლეობა დაყოფილია მათ მომხრეებად და პოტენციურ ბრალდებულებად. მე ამ ბრალდებულათაგან მხოლოდ ერთ-ერთი ვარ, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდაც ქართული ოცნების ხელისუფლება ხშირად ვაჭრობს და ხელისუფლებაშიყოფნის ვადის გასახანგრძლივებლად იყენებს. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ეს უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან მთავრობის ეს რევანშისტური პოლიტიკა არღვევსქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს და ქვეყანას უკარგავს რეალურ შანსს, თავი დააღწიოს საბჭოურ მენტალიტეტს და ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული ნაწილი გახდეს” – – წერს ნიკა გვარამია.