“ქართული ოცნების” თავჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარტია “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
მდინარაძის განმარტებით, “ევროპული საქართველოს” წარმომადგებლებმა საკუთარ ჩამოშლას, რაც არ უნდა ცვლილებები უძახონ, ამ ვითარებას სიტყვებით ვერ შეცვლიან”.
“რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად, ჩამოშლილია. ისინი საკუთარი მედია საშუალებებით ცდილობენ, ისეთი ვითარება დახატონ, თითქოს, მმართველ გუნდში რაღაც ხდება და ტყუილებს იგონებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საკუთარი ჩამოშლა რამენაირად გადაფარონ. გიგა ბოკერიამ თავის პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მის პარტიას მტერი ვერ დამართებდა. როცა 3-პროცენტიანს ვეძახდით, სწყინდათ, მაგრამ ვნახეთ, რომ ზუსტად სამი პროცენტი აიღეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.