ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეუძლია გააგრძელოს ხულიგნობა ან გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება” – გიორგი გახარია ნიკა მელიაზე

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გირაოს არგადახდასთან დაკავშირებულ პოზიციას ეხმაურება.

როგორც გახარიამ მედიასთან დასძინა, მელიას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა.

“ეს არის სამართალდამცავი სისტემა. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც, არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს. მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა. ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია. რა შუაშია აქ ქართული ოცნება ან პროკურატურა?! არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სანაცვლოდ ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება. მისი გადაწყვეტილებაა.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....