ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თქვენ მაშინ ისეთი სიყვარულით მესაუბრებოდით პატრიარქზე, ფარისევლობდით?” – გრიგოლია პეტრე ცაავას

“თუ ყველა ასეთი იყო და ასეთ ცოდვაში იყვნენ ეკლესიაში მერე გაიგეთ ეს ყველაფერი, როცა თქვენი გზები გაიყარა, თქვენი პოზიციები…”, – ამ კითხვით მიმართა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას, რომელმაც მძიმე ზნეობრივი ბრალდებები ამჯერად ცურტაველ მიტროპოლიტს, მეუფე ვახტანგს წაუყენა.

ინგა გრიგოლიამ პეტრე ცაავას მიერ გადაცემაში გამოთქმული მოულოდნელი ბრალდებების გამო ცურტაველ მიტროპოლიტს საჯაროდ მოუბოდიშა და ჭყონდიდის ყოფილ მღვდელმთავარს უთხრა:

“თქვენ ძალიან ახლოს იყავით პატრიარქთან, ამდენი წელი სინოდის წევრი იყავით… ეს იგივეა, მე რომ წავიდე ტელევიზიიდან და დავიწყო ლაპარაკი იმაზე, თითქოს კაციჭამიები იყვნენ და ა.შ… მახსოვს, მე საავადმყოფოში ვიწექი, თქვენ მოხვედით და დიდი სიყვარულით გადმომეცით მისგან გამოგზავნილი საჩუქარი, სახარება, ხატი, ჯვარი… მეუფე პეტრე, თქვენ მაშინ ისეთი სიყვარულით მესაუბრებოდით პატრიარქზე, ფარისევლობდით? თქვენგან მივიღე ის, რის გამოც კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა პატრიარაქი”, – მიმართა მეუფე პეტრეს ინგა გრიგოლიამ.

იტვირთბა....