“კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი. პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ – (თანასწორი) უნდა იყო. არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის და ენმ-ის მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო იჯდეს ციხეში, ვიდრე იყოს გარეთ”.
ალეკო ელისაშვილი – “მოქალაქეების” ლიდერი.
ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის. აქვე გეტყვით, რომ გირაოს გადახდის ბოლო ვადა დღეს არის.