“დღეს გვაქვს შეკრება, არა პოლიტსაბჭო, არამედ არაფორმალური შეკრება. მთავარი გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაციას დათო ბაქრაძე გაგაცნობთ. სხვა კითხვებზე ამ წუთში პასუხის გაცემა არ შემიძლია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი შეიცვლება. ამ გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე და კიდევ ვინც ჩათვლის საჭიროდ, ის ილაპარაკებს. ძალიან მალე შეხვედრა დაიწყება.”
ირმა ნადირაშვილი – “ევროპული საქართველოს” წევრი.
ამის შესახებ მან ცენტრალურ ოფისში განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები იკრიბებიან.
ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, “ევროპულ საქართველოს” დავით ბაქრაძე ტოვებს.