ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 264 665-ს შეადგენს.
კორონავირუსისგან კიდევ 660 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 256 684 გახდა.
კოვიდ-19-ისგან კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსსს 3336 ადამიანი ემსხვერპლა.
12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2.08 %, ბოლო 14 დღის – 3.36%, ბოლო 7 დღის – 3%
284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2045 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში – 304.