ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ვინ არის ექიმი, რომელსაც სასამართლო კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვლელობას ედავება – უცხოური მედია

იტალიური გამოცემა “La Repubblica” – ის ინფორმაციით, ქალაქ მონტიკიარის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი, კარლო მოსკაპანდემიი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც აღნიშნული გამოცემა იუწყება, 47 წლის ექიმი ცოტა ხნის წინ, გმირად ითვლებოდა, რადგან ის დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებულ ავადმყოფებთან ე.წ. “დაბინძურებულ ზონაში” დაუღალავად მუშაობდა.

მათივე ცნობით, ექიმ მოსკას, იგივე “სიკვდილის დოქტორს” ორი თვის განმვალობაში ოჯახიც კი არ ჰყავდა ნანახი, რადგან მთელ დროს პაციენტებთან ატარებდა.

ექიმის ქმედებით, პაციენტის გარდაცვალების მინიმუმ ორი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. იტალიის პროკურატურის ცნობით, მარტის თვეში მოსკამ პაციენტებს ძლიერი ანესთეზია – პროპოფოლის ლეტალური დოზა 61 წლის ნატალე ბასისა და 80 წლის ანჯელო პალეტის გაუკეთა.

ამ დროისთვის, სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მოსკა, იგივე “სიკვდილის დოქტორი” ლომბარდიის საავადმყოფოში კიდევ ოთხი პაციენტის მკვლელობაში მონაწილეობდა. მკვლელობის კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მოსკას კოლეგა-მედიკოსები ფიქრობენ, რომ პანდემიის სტრესის გამო ის შეიშალა. თუმცა, მათგან განსხვავებული ვერსია აქვთ პოლიციელებს – მათი აზრით, მოსკამ მოიშორა ისინი, ვინც, მისი აზრით, უიმედო პაციენტები იყვნენ, რათა ახალი პაციენტებისათვის საწოლი გაეთავისუფლებინა.

ახლა, ბრალდებული ექიმი დაკავებულია, ის ბრალდებას უარყოფს.

იტვირთბა....