ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა არის მკაცრად გაფრთხილებული… ნიკა მელია არ აპირებს გირაოს თანხის გადახდას” – გიორგი ჩალაძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია არ აპირებს, უკანონო გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.

“ნიკა მელია არ აპირებს გირაოს თანხის გადახდას, რადგან პირველი – ეს არის იურიდიული აბსურდი, მეორე – პოლიტიკური კონიუქტურა. ჩვენ არ ვემორჩილებით ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსებს, არ ვემორჩილებით სასამართლოს, რომელიც არ არის სამართლიანი და არ წარმოადგენს საქართველოს.

ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი უსამართლობისადმი. როგორც მოიხსნა და გადააგდო სამაჯური, არც ახლა აპირებს უკანონო გადაწყვეტილების დამორჩილებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, ეს არ ნიშნავს ინსტიტუტების უპატივცემულობას, ეს ნიშნავს იმ ადამიანების, პერსონების დაუმორჩილებლობას, რომლებიც დღეს არ წარმოადგენენ სახელმწიფოს”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

კითხვაზე: „ ვინ შეიძლება იყოს სხვა ადამიანი, ვინც შესაძლოა, თანხა გადაიხადოს”, ჩალაძემ განაცხადა, რომ ყველა მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ არავინ ნიკა მელიას გარემოცვიდან გირაო არ გადაიხადოს.

„ქართული ოცნების” მცდელობაა, გაასაღოს ვითომ ოპოზიციამ, ან მელიასთან დაკავშირებულმა ვინმე პირმა გადაიხადა გირაო. პარტიის და მელიას პრინციპული პოზიციაა, რაც დააფიქსირა. ამ აზრის შეცვლას ჩვენ არ ვაპირებთ. ახლა ბურთი არის „ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარეზე. მათ უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღონ. შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ. ჩვენ, მელია არ აპირებს დაემორჩილოს უკანონო გადაწყვეტილებებს, არ აპირებს, რაიმე სახით დამატებითი აქტივობების განხორციელებას. ერთხელ თქვა ამ ადამიანმა და მას არ სჩვევია პოზიციების ცვლილება. რაც ითქვა, ამას გააგრძელებს ბოლომდე. ეს ბრძოლა არის მართალი. მელია დღეს წარმოადგენს საქართველოს ხალხს. საქართველოს ხალხს ვერ დააჩოქებს ბიძინა ივანიშვილი.

ამ წუთის ჩვენი პოზიციაა, არავინ ნიკა მელიას გარემოცვიდან მასთან დაკავშირებით არ გადაიხდის გირაოს. ყველა არის მკაცრად გაფრთხილებული. ეს იქნება ღალატი იმ პოზიციების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ნიკა მელია არ აპირებს, არც მასთან ასოცირებული არც ერთი ადამიანი, გადაიხადოს გირაო. გირაოს გადახდა მხოლოდ და დმხოლოდ იქნება ინსცენირება, ვითომ გადაიხადა ვინმემ მელიას გარშემო. ეს აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ეს იქნება მისთვის გამოსავალი, ნიკა მელია არ დაიჭიროს და ვერ დაიჭიროს. ეს იქნება მისთვის სახის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება, რომ ნიკა მელიას ის ვერ დაიჭერს. მტკიცე პოზიციაა, სადაც ისმევა წერტილი. ნიკა მელია, მასთან ასოცირებული არავინ არ აპირებს გირაოს გადახას”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით  დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ  საგამოძიებო უწყებას უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის და ვერც დაიჭერენ.

 

იტვირთბა....