ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივმართავ საქართველოს ბანკს, არ გახდეს უკანონობის მონაწილე”- ნიკა მელიას ბრიფინგი

პარტია “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაწესებულ გირაოს არ გადაიხდის და ამ გზით ხელისუფლების უკანონო მოქმედებაში არ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელია განმარტავს, რომ სურვილის შემთხვევაშიც შეუძლებელია გირაოს გადახდა, ვინაიდან ამისთვის საჭიროა პროკურატურაში დაბეჭდილი სპეციალური კოდის ქონა, რომელიც მას არ გააჩნია.

პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არის ალბათობა, მის სასარგებლოდ გადაირიცხოს გირაო “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე, ვინაიდან სწორედ ამ საბანკო დაწესებულების ანგარიშის ნომერია მითითითებული თანხის გადახდის შემთხვევაში.

ნიკა მელია “საქართველო ბანკის” ხელმძღვანელობას მიმარტავს და მოუწოდებს, ამ უკანონობაში ონაწილეობა არ მიიღოს.

“არ გადავიხდი და ფიზიკურად შეუძლებელია გადავიხადო, რომც მინდოდეს. იმიტომ, რომ იმისათვის რომ მოხდეს თანხის გადახდა, აუცილებელია, სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც იბეჭდება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ბრალდებულს. ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის.

ანგარიში, რომელზეც თანხის შეტანა უნდა მოხდეს, ეკუთვნის საქართველოს ბანკს. ამ ანგარიშზე ვერავინ შეიტანს, თუ არ ექნებათ სპეციალური კოდი.

მივმართავ საქართველოს ბანკს, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა და მოგმართავთ თხოვნით, ეს არის არა მარტო უფლების დარღვევა, არამედ კანონის დარღევაც. იმედი მაქვს, ამის მონაწილე არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება, ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. მივმართავ საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობას,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის არ იხდის დაკისრებულ თანხას და ნებისმიერი ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, ვინც მის სახელზე თანხას შეიტანს, ის იქნება მტერი.

ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით  დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ  საგამოძიებო უწყებას უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის და ვერც დაიჭერენ.

 

 

იტვირთბა....