გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, მეტიც, ის ელენე ხოშტარიას მსგავსად, შეიძლება პარტიიდან საერთოდ წავიდეს. amebebi.ge-ს წყარომ უთხრა, რომ ჯერჯერობით მთლად პარტიას არ აყალიბებენ, მაგრამ კოალიციურად მოქმედებენ ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ლაშა ბუღაძე.
პოლიტიკაში შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ლაშა ბუღაძე “მეტრონომთან” საუბრისას უარყოფს და ამბობს, რომ ეს არის ჭორი.
“მსგავსი არაფერი, რაღაც აბსურდია. ელენე ჩემი მეგობარია და ზურაც, ზოგადად. ელენესთან ბავშვობიდან ვმეგობრობ და ალაგ-ალაგ ვხვდებით, შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ. მათი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მე თვითონ არ ვთვლი საჭიროდ, როდესაც მწერლები და ხელოვანები პოლიტიკაში შედიან პარტიულად. ზოგადად, ყველა პოლიტიზებულები ვართ. ამიტომ, ცალსახად გეუბნებით არას, ტყუილია, ჭორია”, – თქვა “მეტრონომთან” ლაშა ბუღაძემ.
ამავე თემაზე წაიკითხეთ სტატია სათაურით: უბრუნდება თუ არა გიგი უგულავა “ნაციონალურ მოძრაობას?” – პარტიის განცხადება.