“ევროპულ საქართველოში” რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარტიის ლიდერები აცხადებენ, თუმცა, კონკრეტულად რაზეა საუბარი, პოლიტიკოსები არ აკონკრეტებენ. ამის ფონზე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა “ნაციონალურ მოძრაობას” უბრუნდება.
“მეტრონომი” დაუკავშირდა “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურს, სადაც აღნიშნული არ დაგვიდასტურეს:
“მსგვას რამეზე საუბარიც კი არ ყოფილა პარტიაში, არც განხილულა. არ ვადასტურებთ”, – გვითხრეს პარტიაში.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ევროპული საქართველო” შესაძლოა მისივე დამფუძნებელმა – დავით ბაქრაძემ დატოვოს. პარტიის რიგები შესაძლოა დატოვოს ასევე ოთარ კახიძემ, ირაკლი აბესაძე და ირმა ნადარეიშვილი.
ავტორი: თამარ შუკვანი