“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება იგეგმება, განმარტებას აკეთებს.
„ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ, რომ არ განიხილება“, – თქვა ბოკერიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
აქვე გამორიცხა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს.
რაც შეეხება მისი თანაგუნდელის გიგი უგულავასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ბოკერია ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ პარტიული საკითხები სააკაშვილთან კომუნიკაციით არ წყდება.