“კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი “რესპუბლიკელების” ინიციატივას, რომ პარლამენტში უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად, ერთჯერადად შევლენ სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მეტრონომი” თაკო ჩარკვიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“არ შეიძლება გამყალბებელს “გაუპრავო” გაყალბება! არ შეიძლება! სანამ არ მივიღეთ ვადამდელი არჩევნების თარიღი, (რის გამოც გამოვაცხადეთ ოპოზიციამ ბოიკოტი,) მითუმეტეს შეცდომაა და არა არის სწორი.
“ერთი დღით“ შესვლა რა არის? ელისაშვილი რომ ამბობდა, რაღაც იმას ჰგავს!
ერთი დღით აღარ იქნება ეს ხელისუფლება გამყალბებელი? სამართლებრივად ნონსენსია!
და არასამართლებრივად კი “ფრიად უსიამოვნო” -“ერთი დღის არჩევანი”! – წერს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.