ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები სადმე შესვლა არ შესვლის შესახებ” – ანალიტიკოსი ოპოციზიაზე

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარიდა სოციალურ ქსელში მიამრთვას ავრცელბს და აცხადებს, რომ ოპოზიცია, თავის მხრივ კონკურენტებისგან შემდგარი პოლიტიკური ბაზარია, სადაც პარტიებს ცალ-ცალკე თავის ინტერესები აქვთ.

ამასთან, როგორც გამზარდია თავის პოსტში დასძენს, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააგრძელონ ინდივიდუალური თამაშის წესები და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები სადმე შესვლა არ შესვლის.

“ოპოზიციური ერთობა”, როგორც ინსტრუმენტი, მხოლოდ მოკლევადიანი მიზნებისთვის შეიძლება არსებობდეს და გამოიყენებოდეს. ოპოზიცია, თავის მხრივ კონკურენტებისგან შემდგარი პოლიტიკური ბაზარია, სადაც პარტიებს ცალ-ცალკე თავის ინტერესები აქვთ, გაყიდვების მეთოდები, პოზზიციონირება და ა.შ.

პოლიტიკურ მარკეტინგში “ოპოზიციური ერთობა” რამდენადმე წამგებიანად ითვლება, რადგან პარტიები კარგავენ ინდივიდუალიზმის ნიშნებს, პოზიციონირების მიღწეულ ეფექტს და ერთსახოვანი ხდება. ერთსახოვნება კი მხოლოდ პოლიტიკურ ბაზარზე ძლიერის სასარგებლოდ კეთდება. წვრილი მოთამაშეებისათვის, ასეთ დროს საბაზრო პერსპექტივები პირიქით, მცირდება ხოლმე.

ასეთ ზარალიან რეჟიმში ყოფნა მომგებიანი შეიძლება მხოლოდ მაშინ გახდეს თუ მოკლე ვადებში მიიღწევა საკვანძო შედეგები. სხვა შემთხვევაში კი ბაზრის წვრილი მოთამაშეები ზარალდებიან ყველაზე მეტად, რაც ბაზრის მსხვილ მოთამაშე(ებ)ს აძლევს მხოლოდ ხელს.

ასე, რომ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს და თეორიას თავის ხედვა აქვს იმ ყველაფერზე, რაც ხდება.
რაღაც მომენტში, ალბათ ჯობია კიდეც, გაჯანჯლებული ვადებისა და მიზნის მიღწევის ბუნდოვან პერსპექტივების ნაცვლად, პოლიტიკურმა პარტიებმა გააგრძელონ ინდივიდუალური თამაშის წესები და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები სადმე შესვლა-არ შესვლის, ახალი მოკავშირეების თუ ბევრი სხვა რამის მიმართ.” – წერს არჩილ გამზარდია.

იტვირთბა....