ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის საქართველოს მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

უკრაინის საგარეო უწყება ყოფილი პრეზიდენის ამ განცხადებას ემიჯნება და სამინისტრო საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, ასეთი განცხადებები შესაძლოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული

უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და არც მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო უწყება დაუსაბუთებელს უწოდებს ბრალდებებს საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მექრთამედ მოიხსენია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ხნის წინ საქართველოში დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმე საელჩოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და უკრაინელი დიპლომატის დადანაშაულება უმოქმედობაში სრულიად უსაფუძვლოა.

„„საქართველოში უკრაინის ელჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ბრალმდებლის ემოციების გარდა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. უკრაინული დიპლომატია მათ ყურადღებას არ მიაქცევს და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას.

ჩვენ ვისარგებლებთ ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ეს საქმე სწრაფად და მიუკერძოებლად, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლონ უკრაინის მოქალაქეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტსი გამოაქვეყნა, სადაც საპროტესტო აქციების აუცილებლობაზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, ამ “სახელმწიფოს” მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი  ცივილიზებულობის ფარგლებში არის არა მარტო უფლება, არამედ, მოვალეობა.

ასევე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის განცხადებას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ეხმაურება და მას „ღრმად კორუმპირებულსა“ და „საბჭოთა ფუნქციონერს“ უწოდებს.

იტვირთბა....