ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიდი ხანია იმისი მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლომ უდანაშაულოდ უნდა გვცნოს”- ივერი მელაშვილი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო მათ მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც ივერი მელაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, ათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია .

მელაშვილის თქმით, დაცვის მხარეს პროკურატურის მიერ პუნქტობრივად წაყენებულ ყველა ბრალდებაზე პასუხი აქვს.

„რა თქმა უნდა, განხილული გვაქვს ბრალდების ყველა პუნქტი და შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ მაგ ბრალდებაში. შესაბამისად, არ ვიცი როგორ გასტანს სასამართლო, თავის წესი და რიგი აქვს, შესაბამისად, ყველანაირად ვეცდებით და მე მგონი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ნამდვილად უდანაშაულოები ვართ იმ ბრალდებაში, რაც წამოყენებული გვაქვს.

პუნქტობრივად აქვთ ჩამოთვლილი რაღაც ბრალდებები, ყველა ბრალდება მიგვაჩნია, რომ არის აბსურდული, არარსებული ბრალდება. სიმართლე, რომ გითხრათ, მოლოდინი დიდი ხანია იმისი მაქვს, რომ, ალბათ, უდანაშაულოდ უნდა გვცნოს სასამართლომ. თავიდანვე ბრალდება მიმაჩნდა უსაფუძვლოდ, ახლაც ასეა, თუმცა იცით, რომ ციხეშიც ვიყავით და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წერტილი დაესმება ადრე თუ გვიან ყველაფერს,“- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

იტვირთბა....