ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ მინდა, არა, უნდა იყო! მაშინ, როცა მინდოდა, გამომაგდეს” – ნიკა მელია საპარლამენტო მანდატზე

“ნაცმოძრაობის” თავჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” მის შესაძლო დაპატიმრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ სადაც არ უნდა იყოს ბევრად თავისუფფალი ადამიანი იქნება, ვიდრე ის კოლეგები, რომლებიც დღეს “ქართულ ოცნებაში” არიან.

ამასთან, დღევანდელ გადაცემაში მელიამ განაცხადა, რომ – “ამ შემთხვევაში ძალდატანებით ვარ ჯერ კიდევ მათი კოლეგა, ვეუბნები – არ მინდა, არა, უნდა იყო.”

სადაც არ უნდა ვიყო, ბევრად უფრო თავისუფალი ვიქნები, ვიდრე, თუნდაც, ჩემი ე.წ კოლეგები “ქართული ოცნებიდან”, ადამიანები, ვინც დღეს საუბრობენ აღტკინებით, დაკავებებზე, დაჭერებზე. არადა, რომ ჰკითხოთ, ბევრი რამე არ მოსწონდათ ხომ, თუნდაც წინა ხელისუფლებიდან. ადამიანები აღტკინებულები არიან, თითქოს, აი, არაფერი ისეთ სიამოვნებას არ ანიჭებთ მათ, როგორც საკუთარი კოლეგის, რაც არ უნდა მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ დაჭერა, ამ შემთხვევაში ძალდატანებით ვარ ჯერ კიდევ მათი კოლეგა, ვეუბნები – არ მინდა, არა, უნდა იყოო. მაშინ, როცა მინდოდა, გამომაგდეს ხო. თითოს სიამოვნებთ,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ.

იტვირთბა....