“თუ “ქართული ოცნება” დადებს პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი ბარიერით, ეს ნიშავს იმას, რომ უარს აცხადებს ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობაზე და მე მჯერა, რომ ოპიზიციაც დათანხმდება პარლამენტში შესვლას.”
იაგო ხვიჩია – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან TV პირველს განუცხადა.
ცნობისათვის, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.