მომავალ კვირას „გირჩის“ არჩეული დეპუტატები შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პარტიაში ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საარჩევნო ბარიერის 0%-მდე დაწევის შემთხვევაში იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ოფიციალურად ჩაერთვებიან.
საარჩევნო სიით დეპუტატის მანდატს მიიღებს კიდევ „გირჩელი“. თუ ზურაბ ჯაფარიძემ საბოლოოდ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტის რეჟიმში დარჩა, ასეთ შემთხვევაში მანდატს მისი ადგილმონაცვლე, ანუ საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი მიიღებს.
წყარო: “პრაიმტაიმი”