ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯანმო კოვიდ-19-ის პირველადი გავრცელების 4 ვერსიას ასახელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა აღნიშნა, რომ შეისწავლეს 4 პოტენციური ჰიპოთეზა, თუ როგორ მოხვდა Sars-Cov-2 ადამიანთან. ემბარეკის თქმით, ექსპერტებმა ოთხივე ჰიპოთეზა შეისწავლეს და ყველაზე დიდი ალბათობით, მათი აზრით, ვირუსი ადამიანს შუალედური მატარებლისგან გადაედო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ამ ვერსიის უფრო დეტალურ შესწავლას გეგმავენ. ამის შესახებ მან ვუჰანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ 4 ჰიპოთეზა წამოვაყენეთ, როგორ შეეძლო ვირუსს ადამიანთან მოხვედრა. პირველი – ეს ცხოველისგან ადამიანისთვის პირდაპირი გადაცემაა. მეორე – ვირუსი, შესაძლოა, შუალედური ცხოველისგან გადაცემულიყო, რომელიც ადამიანთან პოტენციურად ახლოსაა და რომელშიც ვირუსმა ადაპტაცია და ადამიანისთვის გადაცემისთვის ცირკულაცია შეძლო. მესამე – საკვების ჯაჭვი, განსაკუთრებით გაყინული პროდუქტები, რომელთა ზედაპირი, შესაძლოა, ყოფილიყო ადამიანისთვის ან საკვების გზით ვირუსის გადაცემის კერა. მეოთხე – ლაბორატორიასთან დაკავშირებული ინციდენტის ალბათობა”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ის პირველადი ცხოველური მატარებელი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

იტვირთბა....