ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უკვე შერჩეულია 14 ათასამდე პირი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრება” – ამირან გამყრელიძე

„პირველ ეტაპზე Pfeizer-ის ლიმიტირებული 29 250 დოზა უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლო დეკადაში და ამის შესახებ კოვაქსთან ყოველდღიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. ამისთვის სახელმწიფო სერიოზულად მოემზადა. მოვახდინეთ ამ პრიორიტეტის კიდევ უფრო მეტად პრიორიტეტიზაცია და ეს პროცესი დასრულებულია. უკვე შერჩეულია 14 ათასამდე ადამიანი იმ კრიტერიუმებით, რაც შედგენილი იყო. ანუ ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირები, რომლებიც კოვიდთან მუშაობენ და მათთან უკვე დაიწყება კომუნიკაცია.”

ამირან გამყრელიძე – შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....