ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეტენზია ივანიშვილთან არ მაქვს, უფრო საკუთარ თავთან, რადგან ვარ ერთ-ერთი, ვინც ეს დაუშვა…”

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის ერთპარტიულ მმართველობაზე წერს.

ხუხაშვილის შეფასებით, პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები რეალურად “ქართულ ოცნებას” სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს.

ანალიტიკოსი შექმნილ პოლიტიკურ ვითარების შექმნაში საკუთრა თავსაც ადანაშაულებს, ვინაიდან, როგორც აღნიშნავს, “ერთ-ერთია, ვინც ეს დაუშვა.”

“მოდელი, როდესაც პარლამენტში არის ერთი, აბსოლუტური ძალაუფლების მქონე და სამი მცირე პარტია, რომელთა როლი არა ძალაუფლების კონტროლი და დაბალანსება, არამედ ე.წ. “სუვერენული დემოკრატიული” სისტემისთვის ფასადის შექმნა და მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა, არის კლასიკური რუსული წარმოშობის.

ძირითადი პოლიტიკური ძალები, რომელთაც რეალური მხარდაჭერა აქვთ, მათ ეწოდებათ “არასისტემური ოპოზიცია” და არ არიან პარლამენტში წარმოდგენილი.

რუსეთში:

ხელისუფლება – “ერთიანი რუსეთი”
ოპოზიცია – “სამართლიანი რუსეთი”, “ლიბერალურ-დემოკრატიული” და “კომუნისტური” პარტიები.
არასისტემური ოპოზიცია – ნავალნი და კო.

საქართველოში:
ხელისუფლება – ოცნება
ოპოზიცია – მოქალაქეები, ევროპელი-სოციალისტები, გირჩი.
არასისტემური ოპოზიცია – ყველა გარეთ დარჩენილი.

აქამდე მისვლა კანონზომიერია, რადგან ვინც ამას აყალიბებდა, მან იმ სამყაროში იცხოვრა, იქ ჩამოყალიბდა მისი მსოფმხედველობა მართვის სისტემებთან დაკავშირებით.

ასე რომ, მე პრეტენზია ბიძინა ივანიშვილთან არ მაქვს. უფრო საკუთარ თავთან, რადგან ვარ რბილად რომ ვთქვათ ერთ-ერთი, ვინც ეს დაუშვა,”- წერს გია ხუხაშვილი.

იტვირთბა....