ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივმართავ ზელენსკის, იქნებ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, რადგან უფრო არაადეკვატური გახდა”- უმრავლესობის წევრი

“ქართული ოცნების:” წევრი ირაკლი ზარქუა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის აქციები უნდა გაგრძელდეს, რათა უკეთესი მომავალი შეიქმნას.

უმრავლესობის წევრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არაადეკვატურს, თავად ყოფილ პრეზიდენტს კი პროვოკატორს უწოდებს.

ამასთან, უმრავლესობის წევრი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის მოუწოდებს, მიხეილ სააკასვილს “ლაგამი ამოსდოს,” რადგან უფრო არაადეკვატური გახდა.

„ეს ნორმალური არ არის. მიხეილ სააკაშვილის უაზრო განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მივმართავ ზელენსკის, იქნებ, თავის ჩინოვნიკს, სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, რადგან უფრო არაადეკვატური გახდა

ნებისმიერი ადამიანი, ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქციებს თუ ჯარიმებს დაექვემდებარება. სახელმწიფოს პროვოკაცია არ უნდა მოვუწყოთ და ინსტიტუციები არ უნდა ჩამოვშალოთ. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. ვინც ამაზე მიდის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებს დგას და არის ჩვეულებრივი პროვოკატორი. ადამიანმა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დახია, გაიქცა და შემდეგ უკრაინაში სახურავებზე დარბოდა, მერამდენე წელია, თავის მხარდამჭერებს დაუმორჩილობისკენ მოუწოდებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საპროტესტო აქციების აუცილებლობაზე საუბრობს. სააკაშვილის თქმით, ამ “სახელმწიფოს” მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი  ცივილიზებულობის ფარგლებში არის არა მარტო უფლება, არამედ, მოვალეობა.

იტვირთბა....