ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საოკუპაციო ზონიდან მორიგი ქართველი გაიტაცეს

ოკუპაციის ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. როგორც  ოჯახის წევრები ყვებიან, გორის რაიონის სოფელ კოშკას მკვიდრი, 45 წლის დავით კუდუხაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საკუთარ ბაღშივე დააკავეს.

მათ ბაღში ხმაური გაიგეს და არც ძახილზე გასცა ვინმემ პასუხი. ამ დროისთვის, დავით კუდუხაშვილს ტელეფონიც გამორთული აქვს. ინფორმაციას ევროსაბჭოს დამკვირვებლები ადასტურებენ.

გატაცებულის ოჯახს ამ დრომდე ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია.

 

იტვირთბა....