ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

დედინაცვალი, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის მკვლელობის დაგეგმვა ედება

რუსეთის შს სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო “რია ნოვოსტი” ინფორმაციას ავრცელებს, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, ტივას რეგიონში აღკვეთეს 8 წლის ბავშვის წინააღმდეგ დაგეგმილი მკვლელობა.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ბავშვის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილია მისი დედინაცვალი, რომელსაც ქმარი რამდენიმე ხნის წინ გარდაეცვალა და 8 წლის ბავშვის მოშორებით, მთლიანი მემკვიდრეობის მეპატრონე ხდებოდა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დედინაცვალი ეძებდა ქილერს, რომელიც 180 ათასი რუბლის სანაცვლოდ, ბავშვს მოკლავდა. როგორც ირკვევა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ასეთი ქილერის როლი იკისრა ადგილობრივი უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა, რის შემდეგაც მოხდა ეჭვმიტანილის დაკავება. დედინაცვალმა საქმის მოსაგვარებლად “დაქირავებულ” ოპერატიულ თანამშრომელს ავანსად, 10 ათასი რუბლი გადაუხადა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

 

იტვირთბა....