“ველოდებით კონკრეტულ პასუხებს, როგორ წარმოუდგენიათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხზე მსჯელობა. ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ინტერესებს და თუ ოპოზიციურ ჯგუფებში არიან და ფაქტია, რომ არიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ დისკუსია, ვფიქრობ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ მათ ინტერესებს. თუ ამას არ აკეთებენ, ეს აჩენს უკვე ოპოზიციურ პარტიებს შორის დისონანს და შეაქვს გაურკვევლობა. ამიტომ, იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით საღი აზრი გამოიძებნება და მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ შეთავაზებაზე კონკრეტული პასუხები მივიღოთ.”
ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმის უბარიერო სისტემაზე გადასვლას განიხილავს.