“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნახევარზე მეტს, ვინც გარეთაა დარჩენილი, მათი მოსაზრება ვიცი და პარლამენტში შესვლა უნდათ. უბრალოდ, ამის გაკეთებას ვერ ბედავენ. ზოგს ამის ეშინია, ზოგს იმის ეშინია, ზოგს იმ გზის გავლის ეშინია, რაც ჩვენ გავიარეთ… ბოიკოტი რომ გამოვაცხადეთ, ვიყავით, თუ არა ბოიკოტში ჩვენ თანამიმდევრულები?! ბოლომდე ფულისთვის ხელი არ მოგვიკიდია. ვის, გიგი უგულავას, თუ გიგა ბოკერიას ვუღალატე?! რა იყო მთავარი პრინციპი?! თუ ნინო ბურჯანაძეს ვუღალატე?! ვის ვუღალატე, ვის ღალატს მსაყვედურობენ?! საკუთარ თავს როდის ვუღალატე?! ჩემს ქვეყანას ვემსახურები.“
ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი.
ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.