ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ რამაზ ბეღელურს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ რამაზ ბეღელურს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოკუპანტებმა რამაზ ბეღელური 2 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკეს. რამაზ ბეღელური  ამავე სოფლის მკვიდრია.

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

იტვირთბა....