კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არაერთმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური და შემოსავალი, რამაც მათი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაართულა. ვირუსით გამოწვეული კრიზისი განსაკუთრებით გაუსაძლისი გახდა უმუშევარი ადამიანებისთვის, რომელთა სოციალური მდგომარეობა პანდემიამდეც სავალალო იყო.
ცნობილია, რომ მთავრობა კორონავირუსის გამო დაზარალებული მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს დაეხმარა. თუმცა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი მიზნობრივი სოციალური დახმარება, რომელიც მოიცავდა ფინანსურ მხარდაჭერას, შეეხო მხოლოდ იმ მოქალააქეებს, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური. ხოლო, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პანდემიამდეც უმუშევრები იყვნენ, სახელმწიფომ არავითარი დახმარების გეგმა არ შეიმუშავა.
სწორედ, ამ ჯგუფების დასახმარებლად, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიის პირობებში უკიდურესად გაუარესდა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვთა და დედათა უფლებათა უფლებისათვის“ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს, რათა მათი მდგომარეობა მცირედით მაინც გაუმჯობესდეს.
კამპანიის – “უმუშევართა მხარდასაჭერად”(“დაგვეხმარე ,რათა სხვას დავეხმაროთ”) ფარგლებში მსურველებს შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც უმუშევრები იყვნენ პანდემიამდეც და რომელთა ვითარება პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა.
“სურვილი გვაქვს,დახმარება გავუწიოთ საზოგადოების ამ მივიწყებულ და უფლებააყრილ მოქალაქეებს ფინანსურად. ფინანსური დახმარება განისაზღვროს ყოველთიურად 100 ლარის ოდენობით,(მინიმალური100 ლარის, მაქსიმალური 200 ლარის ოდენობით. დამოკიდებულია კეთილი ადამიანების მიერ შემოწირულ ქველმოქმედებაზე), რადგან ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ ჩვენი უმუშევარი მოქალაქეების სავალალო მდგომარეობა.
ასევე მინდა მოვუწოდო და შევახსენო ყველა სახელმწიფო სტრუქტურებს და მათ წარმომადგენლებს,რომ უმუშევარი ადამიანებიც საზოგადოების და ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მოვუწოდო მათ ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ხოლო, უმუშევარი მოქალაქეები, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა კამპანიაში და შედეგად, მიიღონ გარკვეული ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, აუცილებელია, ორგანიზაციას დაუკავშირდნენ.
მოქალაქეებმა დახმარების მიღების სურვილის შემთხვევაში ორგანიზაციის ელ-ფოსტაზე უნდა გადააგზავნონ შემდეგი სახის მონაცემები:
- სახელი და გვარი;
- სახელი,გვარი,დაბადების თარიღი;
- საბანკო რეკვიზიტები.(ანგარიშის ნომერი);
- მიღებული განათლება;
- პერიოდი, რამდენი ხანია რაც უმუშევარია;
აღნიშნული მონაცემები მოქალაქეებმა უნდა გადააგზავნონ მისამართზე: uplebauplebistvis@yahoo.com
აქვე მითითებულია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი, სადაც სურვილისამებრ მოქალაქეებს შეუძლიათ, მათითვის სასურველი თანხის გადარიცხვა, რათა მძიმე მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს დაეხმარონ.
საბანკო რეკვიზიტები:
GE 81 L 0115123572122000GEL
GE54LB0115123572122001USD
GE27LB0115123572122002 EUR
მიმღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი
მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22
ანგარიშის მფლობელი (მიმღები): “ბავშვთა და დედათა უფლებათა უფლებისათვის“.
აქვეა მითითებული საქველმოქმედო ნომერიც ჯეოსელის და ბილაინის აბონენტებისთვის: 0 901 701 585 (ზარის ღირებულება 1ლარი).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციას:
ტელ: 592 575 647
571 043 698
ელ.ფოსტა: uplebauplebistvis@yahoo.com

