საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 566 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 331 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 700, „პისიარ“ ტესტით – 5 631.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,52%, ბოლო 14 დღის – 3,74%, ბოლო 7 დღის – 3,63%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 057 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 916 გამოჯანმრთელდა, 3 306 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 430, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 149 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 301 პირი.