საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 8 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.