აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, „რესპუბლიკელი” კონგრესმენი რონ რაითი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
ცნობისათვის, 21 იანვარს, კონგრესმენი და მისი მეუღლე კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, რონ რაითს ფილტვების კიბო ჰქონდა, რის გამოც გასული წლის სექტემბერს მისი ჰოსპიტალიზირება გახდა საჭირო.
რონ რაითი მეორე კონგრესმენია, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა. 2020 წლის 30 დეკემბერს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეული წევრი, კონგრესმენი ლუკ ლეტლოუ კორონავირუსით გარდაიცვალა.