ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სჯობს ეს მოვთხოვოთ, ვიდრე არარეალურ ამბებზე დავხოცოთ ერთმანეთი” – რაზე წერს ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია ,,კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცნის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

“მეტრონომი” ნინო ჯანგირაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

,,არ ვიცი საერთოდ რამდენად შესაძლებელია კერძო კომპანიების მიერ ვაქცინის შემოტანა ამ ეტაპზე, მაგრამ ატეხილ ისტერიაზე მინდა ვთქვა: ნუ ვნერვიულობთ, კომერციულად თუ არაკომერციულად აცრილი ყოველი +1 ადამიანი ეპიდემიის ჯაჭვის მეტად წყვეტას და კოვიდის გავრცელების ნაკლებ ალბათობას ნიშნავს აუცრელებისთვისაც. არ აქვს მნიშვნელობა, კომერციულად აიცრებიან თუ ტიკარაძის შემოტანილი ვაქცინით. ისეთ ზიარჭურჭელში მოგვაქცია ამ პანდემიამ მთელი მსოფლიო, რომ ისრაელში და ამერიკაში გაკეთებული ვაქცინებიც ისე მიხარია, თითქოს ჩემი უახლოესი ნათესავები აცრეს.

მთავარია ვაქცინა იყოს. მაგრამ ფაქტია რომ ეს ხელისუფლება ვერ შოულობს და არც ვიცით საერთოდ იშოვნის თუ არა, ან როდის. სჯობს ეს მოვთხოვოთ ყოველ დილა–შუადღე–საღამოს, ვიდრე არარეალურ ამბებზე დავხოცოთ ერთმანეთი”, – წერს ჯანგირაშვილი.

იტვირთბა....