პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეახვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, მომდევნო ორ კვირაში არსებული შეზღუდვები, შესაძლოა კიდევ შემსუბუქდეს.
შეხვერაზე კონკრეტულად საუბარი შეეხო ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბქებასაც, რაზეც პრემიერ-მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ აღნიშნული საკითხი გადაიხედება.
ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვის დროდ განისაზღვროს 23:00 საათი, ნაცვლად 21:00 საათისა.
გიორგი გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ აღნიშნულ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობებს.