ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

სამოქალაქო აქტიივსტები რუსეთის საელჩოსთან აქციას მართავენ, სადაც  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციიც მონაწილეები “ქართული ოცნებას”მუწოდებენ, ყველა ბერკეტი გამოიყენოს და ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაატავისუფლოს.

აქციის მთავარი გზავნილი არის, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას ქართველები ტყვეებად ჰყავს.

აქციის მონაწილეებმა საელჩოდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყეს. ამ წუთებში აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გრძელდება.

ცნობისთვის, 5 თებერვალს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, ხოლო მოძრაობა “სირცხვილია” გახელაძის საქმის მიმართ უყურადღებობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.

იტვირთბა....