“ბიძინა ივანიშვილი იყო 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი და ეს ნიშნავს განსაკუთრებულ პოლიტიკურ კაპიტალს. ამასთან ერთად ყველაზე მთავარი იყო მისი ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც ის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში. ერთხელ პოსტი მივუძღვენი ამ ყველაფერს და კიდევ გავიმეორებ, რომ ის პოლიტიკაში მოქმედებდა, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას, ვიდრე მიიღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას.“
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
ამის შესახებ მან „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.