თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, “ქვეყნის ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად უნდა, რომ მოიხსნას შეზღუდვები.” მისი თქმით, 15 თებერვლიდან პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა იხსნება, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებში ჯერ არ მომხდარა.
“ქვეყნის ხელმძღვანელობა ასევე პასუხისმგებელია ქვეყნის მომავალზე. ის პასუხს აგებს იმაზეც, რომ არ გაუარესდეს ქვეყნის მდგომარეობა. დღევანდელი მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ეტაპობრივად მოუხსნას შეზღუდვები. ეს ასეც კეთდება
15 თებერვლიდან პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა იხსნება. ეს ჯერ არ გაუკეთებია ევროპის არც ერთ სერიოზულ, წამყვან ქვეყანას. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებითაც საქართველომ ყველაზე წინ წაიწია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.