“ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“მოვა დრო და ირაკლი ღარიბაშვილი სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლდება!
შს მინისტრობისას, რუსებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ჩვენი აგენტურული ქსელი სრულად გაუშიფრა და გადასცა მინაცემები, რის შედეგად რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე,”კოტი” დააკავეს,რომელიც მოკავშირეების ო.ჯღარკავას და დ.ოკუჯავას მეშვეობით საიდუმლო მონაცემებს გადმოსცემდა ქართულ მხარეს.(ქართველები სასტიკად აწამეს,11-13 წელი მიუსაჯეს და არავინ იცის,ცოცხლები არიან თუ არა)
ქსელი დაზვერვის მესამე სამმართველოს უფროსმა კობა თოდუამ ააწყო,რომელსაც მოგვიანებით კასრების საქმე შეტენეს!
ერთ ეპიზოდში თოდუა სრულად გამართლდა,მეორეში ყველა უტყუარი მტკიცებულება უკვე მოპოვებული და გასაჩივრებულია!
სამაგიეროდ,”კასრების საქმის ” ორი ფიგურანტი ბაჩანა ბალოიანი და მარლეს ხვიტია ცრუ ჩვენების სანაცვლოდ არც დასჯილან!
ასეთია ქოცური სამართალი!
დეტალები ხვალ”ქრონიკა+”-ში”, – წერს ელისო კილაძე.