“შემდეგი ხელისუფლების პირობებშიც ასე მოვიქცევი, თუ კიდევ შევძელი, რა თქმა უნდა,” – ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პოლიტოლოგი თავისივე პოსტში ამბობს, ის “ქართულ ოცნებაში” ინტეგრირებულ მეგობრებს მიმართავს.
“რადგან დღეს თამაშის წესების განმარტების დღე მაქვს, “ქართულ ოცნებაში” ინტეგრირებულ ჩემს მეგობრებსაც ვეტყვი ერთ-ორ სიტყვას:
სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ფუნქციაა ხელისუფლების, როგორც ძალადობაზე მონოპოლისტის კრიტიკა და დაბალანსება.
საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დაკავებულია ოპოზიციის კრიტიკით ხელისუფლების სასარგებლოდ, კარგავს უფლებას ერქვას “სამოქალაქო” და ბუნებრივად ხდება მისი განუყოფელი ნაწილი, რაც მათი არჩევანია.
ასე რომ, არაფერი პირადული, მე უბრალოდ ვახორციელებ ჩემს ფუნქციას.
შემდეგი ხელისუფლების პირობებშიც ასე მოვიქცევი, თუ კიდევ შევძელი, რა თქმა უნდა.
მათდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია.
თუ მათ შეცვალეს, ეს სამწუხაროა.” – წერს ხუხაშვილი.