aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბევრი რამე მწყინს, მაგრამ წყენას ვივიწყებ ტოტალურად” – სალომე ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“წყენას ვივიწყებ ტოტალურად… შეიძლება ზოგადად ვინმემ მაწყენინა, მეგობრებს ვგულისხმობ და არა პოლიტიკურს, მაგრამ რატომ და რაზე იყო აღარ მახსოვს,” – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას, თუ რა არის მისი ხასიათის ყველაზე დადებითი თვისება.

პრეზიდენტმა ამავე კითხვის საპასუხოდ დასძინა, რომ მას ძლიან “სელექტიური” მეხსიერბა აქვს და მისი მეხსიერება თავს იცავს ზედმეტი დატვირტვისგან.

“წყენას ვივიწყებ ტოტალურად. ისე კი არაა, რომ არ მწყინს, ბევრი რამე მწყინს, მაგრამ…შეიძლება ზოგადად ვინმემ მაწყენინა, მეგობრებს ვგულისხმობ და არა პოლიტიკურს, მაგრამ რატომ და რაზე იყო აღარ მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი არაა, რომ დავიტვირთო მე მეხისერება. მაქვს ძალიან სელექტიური მეხსიერება. რაღაცები მავიწყდება თუ არ მაინტერესებს, თუ იმ დროს არ არის რაღაც ცენტრალური, როგორც ჩანს, ჩემი მეხსიერება თავს იცავს ზედმეტი დატვირთვისგან.

ჩემი პრესსამსახური მიმზადებს ყოველდღე მთლიანად მედიიდან, თუ რა არის ჩემზე ნათქვამი. წითელი არის კრიტიკული, მწვანე და ყვითელი როცა არის ნეიტრალური. წითელი ისე ჭარბობს, ყოველდღიურად, რომ მეტი არ შეიძლება. ასე რომ, ეს არის მუდმივი ფენომენი, რომელსაც ნამდვილად მივეჩვიე, მაქვს ჩემი დამცველი მექანიზმები, ვთვლი, რომ ეს არ არის ჩემზე თავდასხმა, ეს რეალურად არის პრეზიდენტის და ინსტიტუტის მიმართ შეტევა.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....