უკრაინა კოვიდ ვაქცინას უახლოეს პერიოდში კოვაქს პლატფორმისგან დამოუკიდებლად მიიღებს.
უკრაინის მთავრობამ შეთანხმებას ინდოეთის შრატის ინსტიტუტთან მიაღწია, რომელიც ვაქცინას აწარმოებს.
შედეგად, ქვეყანა “ასტრაზენეკასა” და “ნოვაქსისგან” 12 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.
ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, უკრაინის ხელისუფლებამ პირდაპირი მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებთან აწარმოა და მხოლოდ კოვაქს პლატფორმის იმედად არ დარჩა.
“მიზეზი, რატომ არ არის საქართველოში ვაქცინა, არის სიძულვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მეორე მიზეზი ისაა, რომ არ უნდათ საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რადგან ვერ გააკეთებენ ამაში ფულს”, – ამბობს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.
სპეცილიასტები მთავრობას ასევე ახსენებენ, რომ ძალაშია პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზება მალტიდან ვაქცინის შემოტანის შესახებ და ამ წინადადებაზე დროული და ადეკვატური პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ.
წყარო: “მთავარი არხი”