ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “მამაკაცმა ავტომანქანა გაიტაცა, რომელში კორონავირუსის ვაქცინები იდო” – მედია

ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ში, მამაკაცმა ავტომანქანა გაიტაცა, რომელშიც კორონავირუსის ვაქცინის 30 ფლაკონი იდო.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული შემთხვევა შუადღის 16:00  საათზე მოხდა. მათივე ცნობით, ავტომანქანისა და კორონავირუსის გამტაცებელი პირი კამერებმა დააფიქსირა. იგი დაახლოებით, 20 წლის, გრძელთმიანი და ღია ფერის კანიანი მამაკაცია.

სამართალდამცველების თქმით, ქურდობამდე, Covid 19-ის ვაქცინები, სპეციალურ მაცივრებში რეკომენდაციების დაცვით, სათანადოდ იყო შენახული.

ამასთან, პოციის განცხადებით, მოპარული მანქანა 2018 წლის, ნაცრისფერი Hyundai Accent-ია.

ამ დროისთვის, დამნაშავეს ფლორიდის პოლიცია ეძებს, ხოლო მანქანა კი, საერთაშორისო მასშტაბებით იძებნება.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....