ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიზნესი და ხელისუფლება უნდა იყვნენ მჭიდრო თანამშრომლობაში, იმისათვის რომ შემუშავდეს ეფექტური გეგმა” – ზვიად ქვილიძე

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები მთავრობის მისამართით თეატრალიზებული ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას.

პარლამენტთან შეკრები აქტივისტებთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

ისინი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ლეგიტიმურად აფასებენ და ხელისუფლებს მისი დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზვიად ქვლივიძე ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

“კონკრეტულად ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ბიზნესთან საუბარი და ბიზნესს უნდა შეხედოს როგორც პარტნიორს და არა როგორც ცალკე მდგომ სექტორს. ბიზნესი და ხელისუფლება უნდა იყვნენ მჭიდრო თანამშრომლობაში, იმისათვის რომ შემუშავდეს ეფექტური გეგმა. ბიზნეს ესმის ყველაზე კარგად რა დეტალებია იმ სფეროში და სპეციფიკაა გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება ნებისმიერ შეზღუდვებთან თუ არ შეზღუდვებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.

შეგახსენებთ,  პარლამენტის წინ სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლებამ COVID-19-ისგან დაცვის საბაბით, ისინი შიმშილისთვის გაწირა. მოძრაობა სახელწოდებით “სოცაფეთქება” შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობით იმუქრება.

იტვირთბა....