“თავი უნდა მოვიშტეროთ და დავირწმუნოთ, რომ ამ პოლიტიკის გაგრძელებას მომავალში კარგი შედეგი ექნება – ეს არ მოხდება. თუ ქმედებები არ იცვლება, შედეგი იგივე დგება. ეს ხელისუფლება ინსტინქტის დონეზე დაპროგრამებულია ისე, რომ ხალხი მეტად ჩამოკიდოს სახელმწიფოზე, შეამციროს ინვესტიციები. ივანიშვილს ეს მდგომარეობა აწყობს, რადგან თუ ქვეყანა გამდიდრდება, მით მეტად გაქარწყლდება მისი უპირატესობა, როგორც ერთი დიდი ფულის ტომრის”.
გიგა ბედინეიშვილი – ფინანსისტი
ამის შესახებ მან გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.
ბედინაშვილმა აღნიშნული განცხადება პოსტკოვიდურ პერიოდზე საუბრისას გააკეთა. როგორც ის ფიქრობს, – “არ გვაძლევს წარსული იმედის რამენაირ ნიშანს”.